Author Archives: tamodemetrashvili

მასობრივი ინტოქსიკაცია 139-ე სკოლაში

3 ივნისს, თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის  შემთხვევა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცნობით, მოწამლულია 10 მოსწავლე და ერთი პედაგოგი. ორი ბავშვი კი უკვე ძლიერი ინტოქსიკაციის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

“ინტერპრესნიუსისთან” ინტერვიუში ექიმები ჯერ კონკრეტულად ვერ ასახელებენ მოწამვლის მიზეზებს. მათი განცხადებით ბავშვებს ერთი და იგივე სიმპტომები (თავბრუსხვევა, მუცლითი ტკივილები) შეენიშნებოდათ, თუმცა მიზეზის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.  “ეს არ იყო არც საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები, არც გაზით მოწამვლის ნიშნები, თუმცა რამ გამოიწვია ბავშვების მოწამვლა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმმა ინტერვიუში.

BD5A9A7A-184D-4CEA-B3BC-3F0B9502615E_w640_r1_s

ფოტო: radiotavisupleba.ge

 

ამ დროისთვის 139-ე სკოლაში სასწალო პროცესი შეწყვეტილია.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევის მუხლით დაიწყო თუმცა იაშვილის კლინიკაში ექიმებმა გამორიცხეს საკვების, წყლის ან რაიმე ნივთიერების შედაგად მოწამვლის ვარადუდები.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, პედაგოგმა აღნიშნა, რომ დერეფანში იდგა უსიამვნო სუნი, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ბავშვების ინტოქსიკაცია. პედაგოგი ასევე იხსენებს, რომ საკლასო ოთახშიც იგრძნობოდა მცენარის უსიამოვნო სუნი.

მასობრივი მოწამვლა თუ უბრალო პანიკა 

იაშვილის კლინიკის ექიმი ოთარ რუსაძე გამორიცხავს ბავშვების საკვებით მოწამვლას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ საკვები არ მიუღიათ. მისი თქმით ერთ-ერთ მოსწავლეს შაქრის დაბალი შემცველობა აღმოაჩნდა, დანარჩენებს კი მუცლის ტკივილი, რაც არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ქიმიური ნივთიერებით ინტოქსკაცია ვივარაუდოთ. „არა ცრემლდენა, არა ბრონქოსპაზმი, არა სუნთქვის გაძნელება, მსგავსი ჩივილები არ ყოფილა. აქ უფრო ჰიპოქსია ფიქსირდება, უჰაერობა და, როგორც ამ დროს ხდება ხოლმე, ისტერიის მომენტი დგება“. – აღნიშნავს ის “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

61314sasw

ფოტო: epn.ge

 

ამჟამად ყველა პაციენტი გაწერილია საავადმყოფოდან და მოწამვლის სავარაუდო მთავარ მიზეზად სახელდება მომატებული ტენიანობა საკლასო ოთახში, რამაც ერთი ბავშვი შეუძლოდ გახადა დანარჩენებში კი პანიკა გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სანიტარულ – ეპიდემოლოგიური წესის დარღვევას. ამჟამად კი მიმდინარეობს ექსპერტიზა.

 

 


ნიკალას “შველი წყლის პირას” ლონდონის სოთბის აუქციონზე გაიყიდა


ბობ ვუდვორდი – უოტეგეითის სკანდალი


ანა პოლიტკოვსკაია


ირმა შარიქაძის პროექტი “წერილები”


რეზო ჩხეიძე


ბიანკა ბალტი


Dolce & Gabbana Mamma

 

time.com

time.com

მოდის სახლმა Dolce & Gabbana მილანის მოდის კვირეულზე 2016 წლის ზამთრის კოლექცია წარადგინა. ოჯახური კერის მთავარი მამოძრავებელი ძალა- დედა, კოლექციის მთავარი შთაგონების წყაროა. კოლექციის შექმნისას დიზაინერები პირადი ოჯახური მოგონებებით ხელმძღვანელობდნენ, პოდიუმს ამშვენებდა აბრა წარწერით Mamma , კოლექციიას წითელი ვარდი და ბავშვთა ნახატები გამოსახავს, რომლებიც დატანილია მრავალ კაბაზე. Dolce&Gabbana-ს ზამთრის კოლექცია დახვეწილი, ქალური და ელეგანტურია. იხილეთ დიზაინერების თვალით დანახული დედა-შვილის სტილი. წარმოგიდგენთ Dolce & Gabbana სრულ კოლექციას და დეტალებს, რომლებიც კვლავინდებურად გასაოცარი დახვეწილობით გამოირჩევა.

large

ფოტო: weheartit.com

პოდიუმზე ვიხილეთ მოდელები თავიანთ შვილებთან ერთად და ბიანკა ბალტი,
რომელიც ორსულობის ბოლო თვეებში მყოფი ამაყად მოაბიჯებდა პოდიუმზე.
კულისებს მიღმა კი განსაკუთრებული განწყობა სუფევდა, აქ პროფესიონალი მოდელები
და მცირეწლოვანი ბავშვები ერთად ემზადებოდნენ ჩვენებისთვის.

large (1)

ფოტო: weheartit.com

 

large (2)

ფოტო: weheartit.com

 

 

 

95edc1f3010b

 

ფოტო: weheartit.com


ფრიდა კალოს ნივთები 50 წლის შემდეგ

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

1954 წელს ფრიდას გარდაცვალების შემდეგ, მისმა მეუღლემ, გამოჩენილმა მხატვარმა, დიეგო რივერამ ფრიდას პირადი ნივთებიმექსიკაში, თავიანთი სახლის აბაზანაში ჩაკეტა. დიეგოს გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ, ფრიდას ნივთების ხილვა შესაძლებელი გახდა. 2004 წელს რამდენიმე ნივთი აბაზანიდან გამოიტანეს. ფოტოგრაფმა Ishiuchi Miyako-მა ნივთები სათითაოდ გადაიღო და არქივი შექმნა. მხატვრის პირადი ნივთები გამოფენის სახით წარმოდგენილია ლონდონში Michael Hoppen გალერეაში. რამდენიმე ფოტო The Guardian-მაც გამოაქვეყნა.

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ქ წარმოდგენილია ფრიდას კაბები და ფეხსაცმელი, რომლებიც სპეციალურად იყო მისთვის შექმნილი ტრამვის გათვალისწინებით – ერთი ფეხსაცმელი უფრო მაღალი იყო, კაბის ფეხის ტოტებიც იმეორებდა მისი არაპროპორციული სხეულის ფორმებს, რის დასაფარადაც ის ძირითადაც ტრადიციულ ფართხუნა კაბებს ატარებდა.

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

 

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

ფოტო: angel.ge

 

ფრიდა კალოს ცხოვრების მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა.

ფრიდა კალო (Frida Kahlo; დ. 6 ივლისი 1907, კოიოაკანი, მექსიკა ― გ. 13 ივლისი 1954, მეხიკო, მექსიკა) — მექსიკელიფერმწერი, მისი ქვეყნის თვითმყოფადი კულტურის რეალიზმის, სიმბოლიზმისა და სიურეალიზმის კომბინირებულ სტილში ასახვით; კომუნისტური აქტივისტი, მექსიკელი მიურალისტისა და კუბისტი მხატვარი დიეგო რივერას მეუღლე.

ფოტო: fridakahlo.org

ფოტო: fridakahlo.org

მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი (ესპ. Magdalena Carmen Frieda Kahlo y Calderon), დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან, (რუმინეთი), გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიოგაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა.

ფოტო: worldsangha.net

ფოტო: worldsangha.net

1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმს მწვავე ანატომიური მინიშნებებით. მასზე ასევე ზეგავლენა მოახდინა მექსიკელ ინდიელთა კულტურამ, რაც მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერებითა და რეალიზმისა და სიმბოლიზმის ნარევით გამოისახა.

ფოტო: jennifermichie.com

ფოტო: jennifermichie.com

მისმა ნამუშევრებმა მექსიკელი მხატვრის და მიურალისტის, დიეგო რივერას ყურადღება მიიქცია, რომელთანაც ფრიდამ მოგვიანებით იქორწინა, დაშორდა, და შემდეგ ხელმეორედ იქორწინა. წყვილის ქორწინება ძალზედ არასტაბილური და მძიმე გამოდგა. მათი უთანხმოებები ხშირად ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადადიოდა. პირველი ქორწინებისას რივიერა 42 წლის იყო, ის ფრიდაზე გაცილებით მაღალი იყო და მასზე სამჯერ მეტს იწონიდა. ფრიდამ ერთხელ აღნიშნა კიდეც, რომ მან ცხოვრებაში ორი უბედური შემთხვევა გადაიტანა, ერთი ავტობუსში, მეორის მიზეზი კი დიეგო იყო.

თავად აქტიურ კომუნისტს, ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, რომანი ჰქონდა ლევ ტროცკისთან, რომელიც მეხიკოში მის სახლში იქნა მოკლული სტალინის აგენტების მიერ1940 წელს. რამდენიმე ხანში ტროცკის მოკვლიდან, ფრიდამ უარყო მისი ყოფილი მეგობარი და სტალინს მიემხრო. ის აგრეთვე ხშირად აქებდა მაოს, ხოლო ჩინეთს”სოციალიზმის ახალ იმედს” უწოდებდა. მისი სახლი მორთული იყო სიციალისტური ხელოვნების ნიმუშებით და ასევე კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, სტალინისა და მაო ძედუნის პორტრეტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიდა კალოს ნამუშევრები ხშირად მოიხსენიება როგორც სიურეალისტური და ისინი რამდენიმეჯერ ევროპელ სიურეალისტებთან ერთადაც იქნა გამოფენილი, თვით ფრიდა ხშირად უარყოფდა მის ამგვარ კლასიფიკაციას. ფრიდას გატაცებამ ქალური თემებით და მისმა ხაზგასმულმა ექსპრესიულობამ ის ფემინისტური კულტის ფიგურად აქცია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულებში.

დოკუმენტურ/ბიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით „ფრიდა კალო“ გამოშვებულ იქნა გერმანიაში 1982 წელს. 1984 წელს რეჟისორმა პოლ დე ლუკმა გადაიღო ფილმი „ფრიდა, ნატურალესა ვივა“ (Frida, naturaleza viva), რომელშიც ფრიდას როლს ოფელია მედინა თამაშობს. 2002 წელს კი, სტუდია მირამაქსმა (Miramax) გადაიღო მხატვრული ფილმი სახელწოდებით “ფრიდა”, სალმა ჰაიეკით მთავარ როლში.

კალოს არატრადიციული შესახედაობა, გადაბმული წარბებითა და თხელი ულვაშებით (რომელსაც ის არ იშორებდა) თვალშისაცემი იყო, და ამას ის საკუთარ ავტოპორტრეტებშიც ხაზს უსვამდა.

 

biography.com

biography.com

 

 

 

 

ინფორმცია მოძიებულია საიტებზე: avtoradio.ge; angel.ge და wikipedia.org


Barry White – მუსიკის ლეგენდა

11

ფოტო: allmusic.com

მასში ყველა ჟანრი ერთად არის თავმოყრილი. მუსიკის ლეგენდა, რომლის ხმაც განუმეორებელია განუმეორებელთა შორის. ალბათ არ მოიძებნება სიტყვები, რომლებიც აღწერდა იმ ემოციებს, რასაც ადამიანი განიცდის მისი მოსმენის დროს. ეს ბარი უაიტია, მსოფლიოს ლეგენდა მისი უნიკალური ხმითა შესრულების მანერით.

ფოტო: mtv.com

ფოტო: mtv.com

ბარი უაიტი (დ. 12 სექტემბერი 1944 − გ. 4 ივლისი 2003) — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი. 1969 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა „Love Unlimited Orchestra“-ს. ბარი უაიტი ხუთჯერ გადა გრემის ჯილდოსმფლობელი.

მომღერალი დაიბადა ტეხასის ქალაქ გლავესტონში. იგი გაიზარდა ქალაქ ლოს ანჯელესის სამხრეთში. მომღერალი ათი წლის ასაკში, უკვე ადგილობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის, მოხვდა ციხეში კადილაკის $30,000 ღირებულების საბურავების ქურდობისთვის.

60-იანი წლების დასაწყისში საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, იგი ჩამოშორდა კრიმინალურ სამყაროს და მუსიკით დაინტერესდა. როგორც კომპოზიტორმა მან მალევე მოიპოვა წარმატება. მის სიმღერებს პროდუსირებას უწევდა როკ-მუსიკოსი ბობი ფულერი. 1969წელს იგი დაუკავშირდა გოგონების ტრიოსგან შემდგარ ანსამბლ „Love Unlimited“-ს. ბარი უაიტმა, მათთან ორი წელი ითანამშრომლა, რომლის შემდეგაც უაიტმა ხელი მოაწერა „20th Century Fox Records“-სთან კონტრაქტს. მან დაწერა, არანჟირება გაუკეთა და პროდუსირებაც თავადვე გაუწია კლასიკურ სოულ-ბალადად ქცეული კომპოზიციას „Walking in the Rain (With The One I Love)“, რომელმაც პოპულარობა სწრაფადვე მოიპოვა, ამ კომპოზიციამ ბილბორდის ცხელ ასეულში #14 ადგილი დაიკავა. 70-იან წლებში ბარი უაიტმა იქორწინა „Love Unlimited“ წამყვან მომღერალ გლოდიინ ჯეიმზზე.

ხმის ჩამწერმა კომპანიამ გადაწყვიტა, ბარის წინა პლანზე წამოწევა და მისი სოლო მომღერლად ქცევა. ამ ფაქტს ბარი არცთუ ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.

ბარი უაიტმა დაწერა მრავალი სიმღერა, მათგან აღსანიშნავია: “I’m Gonna Love You Just a Little More Baby” (1973), “Never, Never Gonna Give You Up” (1973), “Can’t Get Enough of Your Love, Babe” (1974), “You’re the First, the Last, My Everything” (1974), “What Am I Gonna Do With You” (1975), “Let the Music Play” (1976), “Your Sweetness is My Weakness” (1978), “Change” (1982), “Sho’ You Right” (1987), “Practice What You Preach” (1994).

ხანში შესულ ბარი უაიტს ხშირად აწუხებდა ჰიპერტონია, რამაც 2002 წლის შემოდგომას გამოიწვია თირკმლის შეტევა. 2003 წელს მან გადაიტანა ინსულტი. ამ ყველაფერმა იგი ჩამოაშორა სცენას და აქტიურ მოღვაწეობას. 2003 წლის 4 ივლისს ის გარდაიცვალა თირკმლის შეტევით ორმოცდათვრამეტი წლის ასაკში, ვესტ ჰოლივუდის ერთ-ერთ კლინიკაში. მას გაუკეთდა კრემაცია და მისი ოჯახის წევრებმა ფერფლი მოაბნიეს კალიფონიის ზღვის ნაპირას.

large

ფოტო: weheartit.com